გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი stopcov.ge , სადაც განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე - რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

3-03-2020

მთავრობისა და სახელმწიფოს სტრუქტურების ყველა ერთეული სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ნებისმიერი გამოწვევას გაუმკლავდეს კორონავირუსთან მიმართებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითოეული უწყება წარმოადგენს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას და იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ისინი ატარებენ.


„მსურს ხაზი გავუსვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ. ასევე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი, stopcov.ge , რაც ნიშნავს შევაჩეროთ კორონავირუსი. აქ განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე - რეკომენდაციები, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და საქართველოს ჯანდაცვის სისტემიდან. მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930