გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის გაშუქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციები გაიცა

5-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორც დაავდებათა კონტროლის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციიიაშია ნათქვამი, COVID-19-თან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები.

"შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.

შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.

ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება - არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა.

სამუშაო პროცისის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღაბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში.

სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვისური სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით - რამდენიმე საათს).

ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები:

ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დაიმუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.

დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება", - ნათქვამია დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930