5-03-2020
საქართველოში კორონა ვირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე 1 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და 4 მარტს მიმართა ექიმს.
კორონავირუსის მეოთხე გამოვლენილი შემთხვევა წინა სამ შემთხვევასთან შედარებით მძიმეა.
„მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების დადგენის მიზნით, დღეის მდგომარეობით მოძიებული გვაქვს 20 კონტაქტი, მათ შორის 15, თვითმფრინავში. მიმდინარეობს ამ ადამიანების ეპიდკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, დღეს კიდევ 9 სინჯი გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.
ბოლო მონაცემებით, კანატინში 162 ადამიანია მოთავსებული.