გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილი ერთ დღეს გაიღვიძებს და ნაყინის საყიდელი ფულიც აღარ ექნება

5-03-2020

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ამერიკა ანგარიშებს გაუყინავს და ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილს „ნაყინის საყიდელი ფულიც აღარ ექნება“.
ეს განცხადება ნათელაშვილმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში გააკეთა.


„პირველად შვიდი წლის წინ, რომ ჩავედი და დავაყენე საკითხი კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომ თუ სანქცირებული არ იქნა რუსი ოლიგარქი, ისე როგორც ლამაზ პატარძალს რომ გაიტაცებენ და სამუდამოდ არ გამოუშვებენ - აი ასე დაიტოვებს საქართველოს მეთქი, მაშინ უცნაურად შემომხედეს კოლეგებმა, თუმცა მეორე, მესამე ვიზიტზე შეფიქრიანებულები დამხვდნენ, ბოლო ვიზიტებზე კი დაიწყეს ფიქრი, რომ ეს სიმახინჯე საქართველოსთვის მოეშორებინათ ისე, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება არ დარღვეული იყო და პრობლემები არ შექმნოდა.


შემდეგ იყო პროპორციული გადაგდება, ამას მოყვა გავრილოვის ღამე, ბავშვებისთვის თვალების დათხრა, პოლიტიკური პატიმრები, რეპრესიები, ტელევიზიებისა და მასმედიების დევნა და ეს ყველაფერი, რომ შევაჯამოთ სოლოლაკის სასახლეში ერთიანად გაერთიანდა ყველა დიქტატორი, ვინც კი იყო მეოცე საუკუნის დასასრულს და ოცდამეერთეს დასწყისში“-განაცხადა ნათელაშვილმა.


მისივე თქმით, კინზინგერის განცხადება იყო სერიოზული ზარი იმისა, რომ მოკავშირეები დიდხანს მოთმენას არ აპირებენ.


„ამერიკის შეერთებული შტატები თავის სანქციებით ცნობილია და ყველამ იცის, რომ იწყებენ შუა როგოლებით და მიდიან იმ მნიშვნელოვან პირებამდე, რომლებიც გარკვეული რეჟიმის შემქმნელნი არიან. არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების სამმართველოა, რომელიც ახორციელებს სანქციების აღსრულებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველა საბანკო ბარათი კონტროლზეა და წამში შეუძლია მოხდეს მთელი ანგარიშების ბლოკირება. ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი და ელემენტარულად ნაყინის საყიდელი ფულიც არ ექნება! ეს რეალობაა“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031