გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ფასები დაიწევს და ხარისხი აიწევს

14-03-2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, მსხვილმა საერთაშორისო კომპანია "იტალ ტელეკომმა" ქართული მსხვილი კომპანიისგან ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო. ბექაურის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე შემოსვლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების ათეულში შემავალ კომპანიებს სურთ, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებს დაწევს.


„თანდათან ჩვენ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაქსიმალური, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს თანდათან, სწრაფ ტემპებში" - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.


კახა ბექაურმა ჟურნალისტების კითხვაზე, ქართული კომპანიების მხრიდან ხომ არ ყოფილა ხელოვნური ხელშეშლა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიებისთვის, აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და რომ ამას კომისია არ დაუშვებს.


"მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამივე მსხვილი კომპანია აწარმოებს და ერთ-ერთისგან ძალიან კარგი შეთავაზება აქვს "იტალ ტელეკომს". თუ რაიმე პრობლემა იქნება, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას იტყვის"- განაცხადა ბექაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031