გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5-03-2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახეზეა კლასტერული შემთხვევა, ანუ საქმე ერთი ჯგუფის წარმომადგენლებს ეხება და ხუთივე ახალი შემთხვევა კავშირშია იმ პირთან, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება წუხელ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ წუხანდელი შემთხვევის ისტორია იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.
"აღებული ნიმუშებიდან ხუთი დადებითი აღმოჩნდა. ეს ერთი კლასტერია, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები. საქმე გვაქვს ერთ ჯგუფთან. ისინი ერთად გახლდნენ იტალიაში და საქართველოში კვირას დაბრუნდნენ.

დღეს არსებული მდგომარეობით ყველა შემთხვევაში დავირუსებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთის მდგომარეობა, რომელსად დაავადება წუხელ დაუდგინდა, შედარებით საყურადღებოა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები არ არიან.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე ცხრა ადამიანია დაავადებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930