გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

6-03-2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ, ნდობაზე დაფუძნებულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930