გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკიდან წავიდა

14-03-2018

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიტიკურ ტაიმაუტი აიღო.


"ვფიქრობ, ამ ეტაპზე პოლიტიკაში ტაიმაუტის აღება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემი ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ. ჩემი აზრით, იქ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩემი მუშაობა თუმცა პოლიტიკიდან შორს ყოფნას დიდხანს არ ვაპირებ, ამ ეტაპზე კი მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ" - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


შეგახსენებთ, დიმიტრი ლორთქიფანიძე ბოლოს "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანამდე მან პოლიტიკური კარიერა 2008 წლის პარლამენტში დაიწყო, როდესაც იქ გაერთიანებული ოპოზიციის სიით შევიდა. ის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ორჯერ ჰქონდა მცდელობა ყოფილიყო სახალხო დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა, მისდამი მაღალი ნდობის ფაქტორი არსებობდა, სახელისუფლო კანდიდატი არ ყ ყოფილა და საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენად არ აირჩია. მიუხედავად ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძე ცნობილია, როგორც უფლებადამცველი, განსაკუთრებით პოლიტ-პატიმრების უფლებებს იცავდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში დედაქალაქის მერობის კანდიდატი ,,დემოკრატიული მოძრაობიდან" იყო და 12,8 პროცენტი აიღო. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახლდათ. რა პოზიციებისთვის იბრძოლებს, მომავალში დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031