პუტინის განცხადებით, მათ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.
მისი თქმით, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა უნდა დასრულდეს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთი და რუსეთი გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თუმცა კრიტიკულ მომენტებში გადაკვეთის წერტილების მონახვას მაინც ახერხებენ.
ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში ექვსი საათი გრძელდებოდა.