გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: კორონავირუსისგან ქვეყნის დაცვისა და პრევენციული შეზღუდვების შემოღების საკითხში ხელისუფლებას ტურიზმის სექტორიგვერდში უდგას

6-03-2020

„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გვერდში უდგანან ხელისუფლებას იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყნის დაცვას კორონავირუსისგან, პრევენციულ ღონისძიებებს, თუნდაც ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ქვეყნის ტურისტული სექტორის წინაშე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევებსა და მათი დარეგულირების საკითხებს შეეხებოდა.

„ტურისტული ინდუსტრია მოგვიწოდებს, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებითაა სამაგალითო, ამ ნაწილშიც ვიყოთ მსოფლიოში სამაგალითო თუნდაც ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად უსაფრთხო ტურისტებისთვის - სწორედ ასეა დღეს ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებული და ეს ცნობილი ფაქტია, ასევე უსაფრთხოა, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კორონავირუსის წინაშეც. გამომდინარე აქედან, ეს ძალიან დამაიმედებელი მესიჯია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930