7-03-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია სტაბილურადაა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჩინეთში ბოლო 4 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 99 აღწევს.
"კორონავირუსული ინფექციით დღეს ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა ჩინეთში. რაც შეეხება გლობალურად მთელ მსოფლიოში, სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. მთლიანად მთელ მსოფლიოში დაფიქსირებულია 102 ათას 242 შემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ 22 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთ. განსაკუთრებით დასენიანებული ქვეყნები გახლავთ სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია. ასევე შემთხვევებმა სერიოზულად მოიმატა შვეიცარიაში", - განაცხადა გამყრელიძემ.