გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბაქოში საგზაო ნიშნებს ათასობით დოლარად ყიდულობენ – როდესაც იმავენაირი გერმანიაში 32 ევრო ღირს. რატომ?

8-03-2020

ოფიციალური უწყებები უარყოფენ გამოცემა yenisabah.az-ის ამ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამბობენ, რომ ისინი „სხვა ნიშნებს“ ყიდულობენ

ბაქოს სატრანსპორტო სააგენტომ შეთანხმებას მიაღწია 500 ერთეული საგზაო ნიშნის შეძენის თაობაზე, რომლის საერთო ღირებულებაც 920 ათასი მანათია (540 დოლარი). ერთი ასეთი ნიშანი სახელმწიფო ბიუჯეტს 1840 მანათი (დაახლოებით, 1082 დოლარი) დაუჯდება.


გამოცემა yenisabah.az-მა პატარა გამოძიების შემდეგ გაარკვია, რომ გერმანიაში ერთი ასეთი საგზაო ნიშანი სულ რაღაც 32 ევროდ იყიდება. რუსეთში კი ასეთი ნიშნების შეძენა შესაძლებელია 850-900 რუბლად (დაახლოებით, 15 დოლარი).


ბაქოს სატრანსპორტო სააგენტოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, მაის აგაევმა ჟურნალისტები არაპროფესიონალიზმსა და „იაფფასიანი პოპულარობისკენ სწრაფვაში“ დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ისინი ყიდულობენ „არა ასეთ ნიშნებს, არამედ სრულიად განსხვავებულ ნიშნებს“, ამასთან, გამოცემის ოფისში გაგზავნა იმ ნიშნების ფოტო, რომლის ყიდვასაც ისინი გეგმავენ.


Yenisabah-ის რედაქცია ისევ საკუთარ ვერსიაზე დგას. მათ გამოაქვეყნეს ბაქოს სატრანსპორტო სააგენტოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, მაგრამ ასევე დაამატეს, რომ ფოტოზე გამოსახული ნიშნების საფასურიც 85-დან 216 ევროს შორის მერყეობს.


ამ ინფორმაციას აზერბაიჯანში, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930