გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს

8-03-2020


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვინაიდან ქართველი ხალხის დიდ ნაწილს სურს, რომ იგი ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მას ამისი საშუალება უნდა მიეცეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ
ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ!
აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები.
ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს...
არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება - უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას!
ახლა მთავარია, მობილიზება და შეტევა გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა!"-განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031