გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან 64 წელი შესრულდა

9-03-2020

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან დღეს 63 წელი შესრულდა.
ტრაგედია დღევანდელი მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებმა ქართველ ხალხს პირდაპირ ქუჩაში სასაკლაო მოუწყვეს.

საზოგადოება საბჭოთა კავშირის მაშინდელი, არცთუ გონებაგანვითარებული ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ე.წ. პიროვნების კულტის დაგმობას აპროტესტებდა. სწორედ ამიტრომ გაიმართა აქცია სანაპიროზე, სადაც მაშინ იოსებ სტალინის ძეგლი იდგა.

აქციაზე მოგვიანებით გაისმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეაც, რაც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმ დროს წარმოუდგენელი რამ იყო.

საბოლოოდ, 1956 წლის 9 მარტს, ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის დროს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა დღემდე არაა ცნობილი.

თვითმხილველების თქმით, სამხედროები მსხვერპლის ოფიციალური რაოდენობის შესამცირებლად ცხედრებს პირდაპირ მტკვარში ყრიდნენ.

ე.წ. მშრალი ხიდის ქვის მოაჯირზე ბოლო პერიოდამდე იკითხებოდა ამოტვიფრული წარწერა: „დიდება დიდ სტალინს!“

ხიდის და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის შედეგად, 2019 წელს ძველი მოაჯირი აიღეს და შესაბამისად, დღეს წარწერა აღარ არსებობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930