გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მიღწეული შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლარიზაციის შემცირების და სტაბილური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია

9-03-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და მას მნიშვნელოვანს უწოდებს.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის.

„საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930