9-03-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძის აცხადებს, რომ ახალი დადასტურებული ორი შემთხვევიდან ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, ხოლო მეორე ესპანეთიდან არის ჩამოსული.
„იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატული ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ“ , - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.