გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იტალიის პრემიერი: სრულიად იტალია კარანტინზე გადადის, დარჩით სახლში

10-03-2020

იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სრულიად იტალიის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ეს ზომა 10 მარტს ამოქმედდება და 3 აპრილამდე იქნება ძალაში.


ჯუზეპე კონტეს განცხადებით, დღეს მთლიანად იტალია ლომბარდიის რეგიონის მსგავსია.


„ახლა დრო არ გვაქვს. ინფექცია მზარდად ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩენი ჩვევები გვერდზე უნდა გადავდოთ იტალიის სასარგებლოდ: ყველანი სახლში დარჩით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში 3 აპრილამდე შეჩერდება. ასევე შეჩერდება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების, სპორტული ტურნირების ჩატარება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930