გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

10-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის მოადგილეს იური ნოზაძეს კორანოვირუსი არ დაუდგინდა.


მისივე ინფორმაციით, მისი მოადგილე თვთიზოლაციაში ყოფნას განაგრძობს.


„დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, სამინისტრომ გაატარა სადეზინფექციო სამუშაოები, ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის არ დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკი სამინიტროში კორონავირუსის გავრცელების, ამ წყაროთი არ არსებობს,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


იური ნოზაძე უკვე მეორე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება.


კორონავირუსი ასევე არ დაუდგინდა დეპუტატ ოთარ დანელიას, ხოლო ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პასუხი ამ დრომდე უცნობია, ისიც თვითიზოლაციაში რჩება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031