გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება

24-09-2026

„ანა წითლიძე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს“,- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


სადღობელაშვილის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებაზე“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ.


„ანა წითლიძე ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან და იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ქვეყანაში სისტემური ძალადობა, ტერორი და რეპრესიული რეჟიმი შექმნა, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება და ძალადობაში ბედავს და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.


როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები „მკვლელ ხელისუფლებაზე“ და „ბოროტების სათავეზე“ საუბრობენ, მინიმუმ უხერხულობის განცდა მაინც უნდა გააჩნდეთ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვის წარმომადგენლად გვევლინება წითლიძე და რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის დღეს შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს.


სწორედ ამიტომ არის, რომ ამგვარ იაფფასიან პერფორმანსებსა და პოპულისტურ კამპანიებს საზოგადოებაში არანაირი გამოძახილი არ აქვს. ხალხმა ძალიან კარგად იცის თითოეული პოლიტიკოსის წარმომავლობა, მათი რეალური ბუნება და ის, თუ საიდან მოდის ეს პოლიტიკური ისტერიკა“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930