გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

11-03-2020

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა. მისი ინ­ფო­რამ­ცი­ით, ბავ­შვი 12 წლის არის.


მისივე თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.


ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება.


საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ

პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ განმეორებითმა ტესტმა კი ვირუსის არსებობა დაადასტურა.
ამ დროისთვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯამში კო­რო­ნა­ვირუ­სის 23 შემთხვევა ფიქსირდება. stopcov.gov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში - 126 იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 46.



kvirispalitra.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930