გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი წერეთელმა ბაქოში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

14-03-2018

აზერბაიჯანის დედაქალაქში, მილი მეჯლისის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია - „პარლამენტარების როლი აბრეშუმის გზის მხარდასაჭერად ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში" მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში 22 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის 100-მდე დელეგატი, მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები, „აბრეშუმის გზის“ განვითარების ეკონომიკურ და კულტურულ სარგებელზე და რეგიონში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობენ. 
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მიმართა. მისი განცხადებით, აბრეშუმის გზა ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ვაჭრობა და სავაჭრო კავშირების დამყარება. „აბრეშუმის გზამ, ევრაზიის მასშტაბით, მყარი საფუძველი შექმნა რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთდაკავშირების საკითხში და მათი თანამშრომლობის სფერო გააფართოვა. ისტორიის მანძილზე, აღნიშნულმა პროექტმა ცენტრალური აზიის, კავკასიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხელი შეუწყო ისეთი მიმართულებების განვითარებას როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სასაზღვრო თანამშრომლობა. აბრეშუმის გზა იზოლაციონალიზმის წინააღმდეგ ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და ეს ის პროექტია, რომელიც ეკონომიკურ და კულტურულ სარგებელთან ერთად, ქვეყნებს შორის უსაფრთხოების მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ, საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაში, რაც თავის მხრივ, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას მეტ სარგებელს მოუტანს.
ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, საქართველოს პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930