გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატით ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა

11-03-2020

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის - "რემდესივირის" კლინიკურმა ცდებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩატარდა, ეფექტური შედეგები აჩვენეს. ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია, რომელმაც ეს პრეპარატი შექმნა, მის დაჩქარებულ წარმოებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ოფიციალური შედეგები შემდეგ თვეში იქნება ცნობილი.


თუმცა მას რიგ ქვეყნებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ, მათი ნებართვით ექიმები უკვე იყენებენ და როგორც ცნობილია, პრეპარატი „რემდესივირი“ პაციენტებზე დადებითად მოქმედებს. აღნიშნული პრეპარატით ჩატარებული კურსის შემდეგ აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა.


„გარდიანის“ ცნობით, ამერიკელი ინფექციონისტები სწორედ ამ პრეპარატზე ამყარებენ იმედს და ამბობენ, რომ პრეპარატი ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის.


2020news.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031