გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორი ადვოკატი, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ სასამართლო პროცესებზე მივიდნენ

11-03-2020

ორი ადვოკატი, რომლებიც თბილისში თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესებზე მივიდნენ.


„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ერთი ადვოკატი პროცესს დაესწრო, მეორემ კი პროცესის გადადების გამო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.


აღნიშნულ ადვოკატებს შეხება ჰქონდათ კორნავირუსით დაინფიცირებულ პირთან, რის გამოც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ორივე, თბილისიდან ზუგდიდში სასამართლო პროცესების გამო ჩავიდნენ.


მოსამართლეებმა რაიონული სასამართლო პატიმრების გასასვლელიდან დატოვეს, ხოლო თუ სად იმყოფებებიან აღნიშნული ადვოკატები უცნობია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930