გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში პირველ ინფიცირებულ პაციენტს კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი აქვს და კლინიკიდან ჯერ არ გაწერენ

12-03-2020

საქართველოში პირველ ინფიცირებულ პაციენტს კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი აქვს და კლინიკიდან ჯერ არ გაწერენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რომლის გამოჯანმრთელებასაც ელოდნენ, იმ პაციენტის ანალიზის პასუხი ისევ არის დადებითი, თუმცა არის სუსტი დადებითი და რამდენიმე დღეში ელოდებიან, რომ ტესტის შედეგი კიდევ დაიკლებს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 45 პაციენტი წევს, აქედან 21 კორონავირუსით ინფიცირებულია.

„გუშინ, დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტით 11-ზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, დანარჩენ 17-პაციენტზე აღებულია ტესტი, მაგრამ რადგან უკვე ტესტირება რამდენიმე კლინიკაში ცხადდება, ამიტომ დაგვიანდა და ჯერჯერობით პასუხები ცნობილი არაა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ პასუხები ნეგატიურია. ზუსტი ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე საათში გახდება “, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930