გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარე სკინტავა “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის ლარვით დათევზიანდა

12-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტომ საქართველოს „წითელი ნუსხის„ სახეობა ნაკადულის კალმახის 20 000-მდე ლარვა იმერეთის რეგიონში, მდინარე სკინტავას სათავეში გაუშვა. ასევე, მდინარეში ნაკადულის კალმახის ქვირითი თვალების სტატიაზე განთავსდა, რაც ველური პოპულაციის თანამედროვე მეთოდით მიღებას გულისხმობს. სააგენტოს მიზანია, ადამიანის მიზერული ჩარევით იშვითი სახეობა, ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენა ბუნებაში.


2016 წლის სექტემბრიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000 მდე ლარვაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.


ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930