გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო სტელა კორონავირუსით გარდაიცვალა

12-03-2020

ცნობილი იტალიელი ექიმი, ვარეზეს პროვინციის ექიმთა კავშირის თავმჯდომარე რობერტო სტელა კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობით რამდენიმე დღის წინ იყო ჰოსპიტალიზებული. კერძოდ, ექიმს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. კოლეგებმა მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს.


იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930