12-03-2020
თბილისში ღამის კლუბები იხურება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრა უკვე შედგა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დიდი კლუბი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მუშაობას წყვეტს.
ღამის კლუბმა "მტკვარზე" გაავრცელა განცხადება, სადაც ადასტურებს, რომ კლუბი ფუნქციონირებას შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით აჩერებს.
სავარაუდოდ, მუშაობას წყვეტს ასევე, "ბასიანი" და სხვა ღამის კლუბებიც.