12-03-2020
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
მინისტრით თქმითვე, მასთან მიმართებაში საშიშროება არ არსებობს, რადგან მის თანაშემწეს არ დაუდგინდა კორონავირუსი.
„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწესა და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მასაც არ დაუფიქსირდა. ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის", - განაცხადა ტიკარაძემ.