გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

12-03-2020

კასპის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტებიდან კიდევ ერთის - სოფელ თეზის გზის დარჩენილი აღსადგენი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია/მოასფალტების სამუშაოებიმიმდინარეობს.

აღნიშნული გზის სიგრძე 1600 გრძივი მეტრია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო 7“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 674 553 ლარია. დაფინანსებას უზრუნველყოფს მუნიციპალური განვითარების ფონდი და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.

შპს „საგზაო 7“ -მა და ასფალტის დაგების პროცესი დაიწყო, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. მოეწყობა მიერთებები, ეზოში შესასვლეელბი, რკინაბეტონის კიუვეტები, დაყენდება საგზაო ნიშნები.

მოსახლეობა გადაადგილებას კეთილმოწყობილი გზით შეძლებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა ჩიტაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930