13-03-2020
ჩინეთმა კორონავირუსის წინაღმდეგ დასახმარებლად იტალიას ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა. პერსონალი უკვე იტალიაშია. კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ ჩინეთში იკლო და ოფიციალურმა პეკინმა სამედიცინო პერსონალის ევროპაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩინელი ექიმები მზად არიან თავიანთი გამოცდილება იტალიელ კოლეგებს გაუზიარონ.
იტალიაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო 24 საათში, 1 016-მდე გაიზარდა.