13-03-2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, ადმინისტრაციული და სხვა შენობები.
სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.
პრევენციულ ღონისძიებებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მოდგილე - ალექსანდრე მიქელაძე და შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უწევენ.