14-03-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხუთივე პირის მდგომარეობა, რომლებსაც დღეს ახალი კორონავირუსი დაუდატურდათ, დამაკმაყოფილებელია და საგანგაშო არაფერია.
მისივე თქმით, ისევე როგორც სხვა შემთხვევების უმრავლესობა, ხუთი ახალი შემთხვევაც იტალიას უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსის უკვე 30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარულკი დაკვირვების ქვეშ 54 ადამიანი რჩება.