14-03-2020
ზარბაზნების გვაქვს და მეზარბაზნეებიც გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ - ეს განცხადება დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართული უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
უწყებათაშორისმა საბჭომ დღეს მიმოსვლის შესახებ შუზღუდვის გადაწყვეტილება კიდევ სამ ქვეყანასთან მიიღო.
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.