გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წალენჯიხაში ავტომობილის ძარაზე უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა აღმოაჩინეს

15-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომობილის ძარაზე, საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 4.3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ძელაკი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული კაბინის უკანა მხარეს და ძარის ჭერის მთლიან სიგრძეზე.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031