გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა

16-03-2020

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. კვირას, 15 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებას. სპეციალური ხსნარით დამუშავდა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელი კორპუსები, საერთო სივრცეები და ყველა ის ადგილი, სადაც დაწესებულებაში გარედან შესული ადამიანი შეიძლება მოხვდეს. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში მოქალაქეთა მისაღებ მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა, რათა საზოგადოებრივ მისაღებების თანამშრომლები ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან იყვნენ დაცულნი.


სპეციალური პენიტენციური სამსახური ვირუსის შესაძლო გავრცელების მიზნით რეგულარულად ჩაატარებს დეზინფექციას პენიტენციურ დაწესებულებებში და ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ასევე სისტემის თანამშრომლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930