გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"მერიოტში" დღეს ჟურნალის „სკოლის მართვა“ პრეზენტაცია გაიმართება

15-03-2018

სასტუმროში - „ქორთიარდ მერიოტი“ დღეს ჟურნალის “სკოლის მართვა” პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით გამოიცა. ჟურნალი სკოლის ადმინისტრატორებისთვის არის განკუთვნილი და სერიულ ხასიათს ატარებს. გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა, ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან და სხვა.


ჟურნალი “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში შეიქმნა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს და მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ სკოლა.

ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031