გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაში - " სამშობლოში ჩამოსულს შვილიც არ მინახავს... ახლო კონტაქტი ოჯახთან არ მაქვს"

16-03-2020

მომ­ღე­რა­ლი ნინო ჩხე­ი­ძე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. ცოტა ხნის წინ ის ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ანრი ჯო­ხა­ძეს­თან ერ­თად კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა. სწო­რედ იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია.

რო­გორ გრძნობს თავს და რას ფიქ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მომ­ღე­რა­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

- თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ ის­რა­ე­ლი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ მი­ვი­ღე.­ რო­გორც ჩანს, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი და იქი­დან ჩა­მო­სულს ვირუ­სი აღ­მო­მაჩ­ნდა.

მინ­და ყვე­ლა და­ვამ­შვი­დო და ვუ­თხრა, იტა­ლი­ა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, ის­რა­ელ­ში ვი­ყა­ვი და თვი­თი­ზო­ლა­ცია თავ­დაც­ვი­სა და სხვე­ბის დაც­ვის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტე: რად­გან თვითმფრი­ნა­ვით ვიმ­გზავ­რე, რაც დღეს სა­რის­კოა, ასე ვამ­ჯო­ბი­ნე. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რაც სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, ჩემი შვი­ლიც არ მი­ნა­ხავს. ის დე­და­ჩემ­თან არის და ახლო კონ­ტაქ­ტი ოჯახ­თან არ მაქვს.

ნინო ჩხე­ი­ძე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი

- რა სი­ტუ­ა­ცი­აა ამ­ჟა­მად ის­რა­ელ­ში?

- ყვე­ლა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. კა­რან­ტი­ნის წე­სებს ზედ­მი­წევ­ნით იცა­ვენ: ვინც უკვე კა­რან­ტინ­შია და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სებს და­არ­ღვევს, შვიდ­წ­ლი­ა­ნი ციხე და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბა. ვინც კა­რან­ტი­ნი­დან გა­ი­პა­რე­ბა, მკაც­რად ის­ჯე­ბა. ეს ახი­რე­ბა არ არის - ეს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვაა.

მეც ამ მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტე ორი კვი­რით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა. მარ­თა­ლია, თვითმფრი­ნავ­ში სა­გან­გე­ბოდ და­ცუ­ლი ვი­ყა­ვი, პირ­ბა­დეც მე­კე­თა, სათ­ვა­ლეც და ხელ­თათ­მა­ნე­ბიც, მაგ­რამ იმის გამო, რომ აე­რო­პორ­ტში ყოფ­ნა მო­მიხ­და, მე­ში­ნია, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი საფრ­თხე­ში არ ჩა­ვაგ­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თავს კარ­გად ვგრძნობ, მა­ინც მინ­და თავი და სხვე­ბიც და­ვა­ზღვიო წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930