16-03-2020
ურეკში ავრიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ორივე გაჩერებულ სხვა ავტომობილს.
ადგილზე ახალგზარდა ქალი გარდაიცვალა.
როგორც REGION.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.