გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ევროპარლამენტი საქართველოსთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს

15-03-2018

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას  მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება ხმა 570-მა დეპუტატმა მისცა,  108 წინააღმდეგი იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონს კი – გრანტს მოიცავს, რათა ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.

საკითხი სესიაზე „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის“ დეპუტატმა (ALDE) ჰანუ ტაკულამ წარადგინა.

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სუსტი საგარეო ეკონომიკური გარემოსა და ფისკალური დეფიციტის გამო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930