17-03-2020
სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები დაიძვრებიან და თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.
ტაძარში ჩატარდა ლოცვა და აკურთხეს წყალი. სასულიერო პირები დაიყოფიან ჯგუფებად და თბილისის ყველა უბანს ნაკურთხ წყალს აპკურებენ.
სამების ტაძრიდან სასულიერო პირები მივლენ რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც დაიწყებენ თბილისის ქუჩების კურთხევას.
ეს არის საპატრიარქოს გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით.