გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Check in Georgia-ს ფარგლებში ტიციანის, ლეონარდოსა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების გამოფენები მოეწყობა

15-03-2018

საქართველოში პროიექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ისეთი იტალიელი მხატვრების გამოფენები მოეწყობა
როგორებიც არიან ტიციანი, ლეონარდოსა და სხვა.
ამის შესახებ ცნობილი Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე გახდა.
საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, საქართველოსთვის ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ტურიზმი საქართველოს ნავთობია.
ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ იტალიის საელჩოს საქართველოში Check in Georgia-ს პროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცა.
ელჩის განცხადებით, წლევანდელ Check in Georgia-ს ფარგლებში იტალიური მხარე ბევრი ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეობას.
„ჩვენი მთავარი სურვილი იყო, ჩავრთულიყავით და გვეთანამშრომლა ისეთ ღონისძიებაში, რომელიც მანამდე საქართველოში არ გამართულა და ეს არის მსოფლიოს უნივერსალური, დიდოსტატი მხატვრების გამოფენა. ჩვენ დავიწყეთ ბოტიჩელითა და კარავაჯოთი და წელს ვაგრძელებთ ისეთი დიდი სახელით, როგორიც არის მიქელანჯელო“, - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
იტალიის ელჩის თქმით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა, მათ შორის ერთ-ერთი არის რენესანსის პერიოდის გრაფიკა, ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელისა და ბევრი დიდოსტატის ნამუშევრის გამოფენით.
მისი განცხადებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფერთა დიდოსტატის, ტიციანის ორიგინალი მადონა ბავშვით, იქნება თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა და ყველა გამოფენა გაიხსნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს 18 მაისს. აგვისტო-სექტემბერში კი იქნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ბაროკოს პერიოდს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930