გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქვეყანაში მარაგი არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის

18-03-2020

ხელუხლებელი სურსათის მარაგი ჩვენი საბჭოთა წარსულიდან რაღაც მითებია, სხვა რეალობა იყო მაშინ, დავარქვათ მარაგი. ესეთი მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი დღეს ქვეყანაში არ არის, ეს კარგად დაადასტურა იმ ფაქტმა, როგორც იქნა მართული ეს პროცესი ამ შაბათ-კვირის შემდგომ. ჩვენ ძალზედ ახლო, ყოველდღიურ კავშირზე ვართ როგორც იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი მარაგების მართვის და ლოგისტიკის მიმართულებით. მისივე განცხადებით, სფეროს მართვა ჩაბარებული აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელიც თითოეული მანქანის დონეზე აკონტროლებს სადმე რამე არ დაგვიანდეს.

„როგორც კი რაღაცა პრობლემა ჩნდება გლობალურ, საერთაშორისო დონეზე, ლოგისტიკის ნაწილში, სადღაც ვიღაცას რაღაც საქონელი გაეჭედა, იტალიის პორტებში, თურქეთის პორტებში, გაიჭედა ლარსზე უამინდობის ან რიგების გამო, ამას დღეს ჩვენ ვმართავთ კონკრეტული ქეისების მიხედვით. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის პასუხისმგებლობაც არის, მე რომ ჩამოვთვალე 4 სფერო, ერთ-ერთი იყო მარაგების მართვა და ლოგისტიკა. მარაგების მართვის და ლოგისტიკის მიმართულებით სფეროს მართვა ჩაბარებული აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, რომელიც თითოეული მანქანის დონეზე აკონტროლებს სადმე რამე არ დაგვიანდეს, ისევე როგორც, მე ახლა მაყურებლებთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ის უპასუხისმგებლო ბიზნესმენები თუ კომპანიები, ან ფიზიკური პირები, რომლებიც ცდილობენ ამ მოკლევადიანი კრიზისის გამო დამატებითი შემოსავალი იშოვონ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, ჩვენ ამას ყველაფერს ვუყურებთ, ვაფიქსირებთ და შესაბამისი რეაქცია გვექნება ერთმნიშვნელოვნად,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930