გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრძოლა კორონავირუსთან - აკრძალვები და რეკომენდაციები

18-03-2020

საქართველოში, ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დადასტურდა, შემთხვევათა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

შეიქმნა საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც იფექციის გავრცელების შეჩრების მექანიზმებზე დაიწყო მუშაობა. აკრძალვები და შეზღუდვები ეტაპობრივად დაიწყო.

ვინაიდან საქართველოში COVID-19-ის პირველი და მომდევნო დაფიქსირების წყარო ირანს და იტალიას უკავშირდება, თავდაპირველად ავიამიმოსვლა აღნიშნულ ქვეყნებთან შეჩერდა.

ინფექციის გავრცელების შეკავებას ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებამაც უნდა შეუწყოს ხელი.

პირველი და მთავარი რეკომენდაცია - პირადი ჰიგიენის დაცვა.

დაიბანეთ ხელები, დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველი გელით.

დაიცავით სხვები დაავადებისგან.

ხველისა და ცემინების დროს სახეზე აიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი, შემდეგ კი, დაიმუშავეთ ალკოჰოლიანი გელით ან საპნით და წყლით.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნები დაასახელა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, შემდეგ დაემატა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი. რისკ ქვეყნებიდან დაბრუნებულებს 2-კვირიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის ვალდებულება აქვთ. პანდემიის გამოცხადების შემდეგ კი, ეს ვალდებულება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულმა უნდა შეასრულოს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის და კარანტინიდან გაქცევის მცდელობის შემდეგ, პარლამენტმა სანქციების დაწესებაზე კანონპროექტის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო. კანონდამრღვევები ადმინისტრაციულად დაჯარიმდებიან.

Covid 19-ით ინფიცირების გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით:

სასწავლო დაწესებულებებში აპრილამდე არდადეგები გამოცხადდა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. დისტანციური მუშაობის მეთოდს რამდენიმე კომპანიამ თვითნებურად მიმართა.

რეკომენდაციით: მოქალაქეებმა თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შეიკავონ.

70 წელს გადაცილებული პირები თვითიზოლაციაში მოექცნენ.

ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდირებული ნორმები გამოიყენონ.

დაიხურა სპა ცენტრები და სპორტული დარბაზები.

რესტორნებს, ბარებს და კაფეებს რეკომენდაცია მიეცათ, მომსახურება შეზღუდონ.

აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება. მოქალაქეები მოძრაობენ მხოლოდ ავტობუსებით და მეტროთი.

18 მარტიდან 2 კვირის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სრულად დაიკეტა საზღვრები.

გაუქმდა საქართველოში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები.

საქართველოში კორონავირუსისგან 1 პაციენტი განიკურნა. ქვეყანაში შეიმუშავეს წესი, რომლის თანახმადაც განკურნებული პაციენტი 2 კვირის განმავლობაში სავალდებულო თვითიზოლაციაში იქნება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1344 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 216 პაციენტი. დაფიქსირებულია ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930