გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში

15-03-2018

ნატო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა,  ელოდება, რომ ალიანსის ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღინიშნება.

„მე  ველოდები, რომ ივლისის სამიტზე აღინიშნება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით კი  კონტრიბუცია, რომელიც მას  აქვს ავღანეთის ოპერაციაში“,- თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და გამოხატა მწუხარება არჩილ  ტატუაშვილის მკვლელობის გამო.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031