გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც

20-03-2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვინც თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში იმყოფება, ოჯახის წევრებთან კონტაქტს მაქსიმალურად უნდა მოერიდონ.
ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ძალიან ბევრი, ვინც ოჯახურ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ოჯახის წევრებიც ხდებიან ხოლმე ავად. ამ შემთხვევაში ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ოჯახის წევრები არ არიან ერთმანეთთან იზოლაციაში. ამიტომ ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახში, ერთმანეთისაგან დაიცავით იზოლაციის წესები.ეს წესები განთავსებულია ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930