20-03-2020
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას ჰპირდება. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობი ს გამოცხადების შემთხვევაშიც კი არ შეიზღუდება.
"შექმნილი მდგომარეობის ფონზე საქართველოს ბანკი განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩაარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი. საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით.
ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.
გვჯერა, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და საერთო მოდნომებით შეუძლებელი არაფერია"-ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.