20-03-2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამუშავდა. თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგების მიერ ინიცირებული ცხელი ხაზი კრიზისულ სიტუაციაში, ამ ეტაპზე კი კორონა ვირუსის პანდემიის დროს მოემსახურება საზოგადოებას.
ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაეწევა მათ, ვინც პანდემიის პირობებში განიცდის ისეთ ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, გაურკვევლობის გამკლავების საჭიროება, პანიკური შეტევები, უიმედობა, კარანტინის გამო მარტოობის განცდა, გადაღლილობა და გამოფიტვა მედპერსონალში და ა.შ.
საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელია თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გუგული მაღრაძე. ჯგუფის წევრები არიან სპეციალისტები ფსიქოთერაპიული მუშაობის გამოცდილებით: თსუ ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი მედეა დესპოტაშვილი, ფსიქოთერაპევტები ეკა გვარამია, დარეჯან თოლორდავა, სალომე ყავლაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი მირანდა გიორგაშვილი. საჭიროების შემთხვევაში საკონსულტაციო ჯგუფი გაფართოვდება.
სატელეფონო კონსულტაციები შესაძლებელია ყოველდღე 12.00-დან 14.00 საათამდე, ტ.: 574831237
Skype კონსულტაციები 19.00 საათიდან 21.00 საათამდე. Skype მისამართია PFA CrisisAid
ასევე, შესაძლებელია შეკითხვების მიწერა ელფოსტაზე psychocrisisaid@gmail.com