გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დღეს ძილის საერთაშორისო დღეა

16-03-2018

დღეს ძილის საერთაშორისო დღეა.

2008 წლიდან ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით World Association of Sleep Medicine (WASM),მარტის თვის სრული კვირის ყოველ მეორე პარასკევს "ძილის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს ეს თარიღი 16 მარტს დაემთხვა. ასოციაციის ძილის კომიტეტის განცხადებით, ეს დღე დაწესდა იმ მიზნით, რომ საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყოს ჯანსაღი და ჯანმრთელი ძილის მნიშვნელობის მიმართ.


ამ დღის აღსანიშნავად და ძილის მნიშვნელობაზე ცნობიერების გასაღრმავებლად, ორგანიზაციის აქტივისტები და ყველა ვინც მას აღნიშნავს, "იძინებს" ყველგან , სადაც ეს შესაძლებელია - სამსახურში, ავტობუსის გაჩერებაზე, კაფეში, ბიბლიოთეკაში, მაღაზიაში.

კვლევები ცხადჰყოფს, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე ადამიანებმა ძილის ხანგრძლივობა საგრძნობლად შეამცირეს.

მედიკოსები კი გვეუბნებიან, რომ ზრდასრულ ადამიანს 7-9 საათი ძილი ესაჭიროება დღეში. ჩვილებსა და ბავშვებს კი უფრო მეტი - 10-17 საათი დღეში.

მკვლევარები გვირჩევენ, რომ დავიცვათ რეჟიმი და ყოველდღე დავწვეთ დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს. ორგანიზმი ეჩვევა ამ რეჟიმს და თავის მთხოვნილებებს აყალიბებს. როცა ამ მოთხოვნილებებს ვეწინააღმდეგებით, იწყება კონფლიქტი ადამიანსა და მის ორგანიზმს შორის და სწორედ ასე წარმოიშობა უამრავი პრობლემა, მათ შორის - უძილობაც.

უძილობა კი აქვეითებს ყურადღების, კონცენტრაციისა და სწრაფად აზროვნების უნარს, რაც ადამიანის შრომისუნარიანობაზე აისახება.

ძილის ქრონიკული უკმარისობა გულსისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას ზრდის: არითმია, ჰიპერტონია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი.

ძილის დროს ტვინი ახდენს მიღებული ინფორმაციის გაღრმავებას და დამახსოვრებას. თუ თქვენ ცოტა ხანი გძინავთ, დიდი ალბათობით, ინფორმაციას რომელიც იმ დღეს მიიღეთ, სათანადოდ ვერ დაიმახსოვრებთ.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930