21-03-2020
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობაში მოსახლეობა მის გამოცხადებამდეც იყო, თუმცა, ახლა ყველასთვის დადგა ჭეშმარიტების მომენტი:
„21 აპრილამდე ვიცხოვრებთ საგანგებო მდგომარეობაში, სამწუხაროდ კორონავირუსის შემოტევამ ამისკენ გვიბიძგა, თუმცა ფაქტობრივად, უკვე ვიყავით ამ მდგომარეობაში. ეხლა ყველასთვის დადგა ჭეშმარიტების მომენტი და ბევრისთვის "ლაკმუსის ქაღალდი" იქნება ეს სიტუაცია. რომ იტყვიან, ღმერთი ჩვენსკენ!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აუწყა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.