გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არამხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული საფრთხის შემცველიც

22-03-2020

დეპუტატ ირაკლი ბერაიას განცხადებით, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და არც არავინ აღიარებს.


"ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო ძალის მიერ მართული პროცესები, მათ შორის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტების ინტერესების განმტკიცებას ემსახურება. გარდა ამისა, დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის საგანგაშო მასშტაბების ბიოლოგიურ საფრთხეს, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებენ სოციალური დისტანცირებისკენ, სახლებში დარჩენისკენ, ე.წ. არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი არაფრად აგდებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ის, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, რუსული აგრესიული პოლიტიკის და მასზე დაფუძნებული უკანონო ქმედებების პირდაპირი შედეგია. უმძიმესია არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, არამედ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობაც. განსაკუთრებით საგანგაშოა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მხცოვრები ჩვენი მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის კუთხით არსებული ვითარება.

იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოირჩევა ნეგატიური ტენდენციით, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რეგიონების დეპოპულაციის საშიშროება, არ არსებობს სანიტარული და ეპიდსაწინააღმდეგო კონტროლის მექანიზმები, ფართოდ გავრცელებულია ტუბერკულოზი, შიდსი, C ჰეპატიტი, ონკოლოგიური პათოლოგიები, ნარკომანია, პრობლემებია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით, სუსტია ან მოშლილია სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იზღუდება საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედინიცო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა, საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. არჩევნებში და მსგავს უკანონო პროცესებში მოსახლეობის მიზამიმართული ჩართვა, მათი მობილიზება, ე.წ. საარჩევნო უბნებზე კონცენტრაცია, ახალი ვირუსული ინფექციის სწრაფი ტემპებით გავრცელების და კატასტროფული შედეგების რეალურ საფრთხეს შეიცავს.

აუცილებელია, არალეგიტიმურ არჩვენებს, მიეცეს უმკაცრესი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ერთის მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მორიგ უკანონო, დესტრუქციულ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს და მეორეს მხრივ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმთელობის და სიცოცხლისთვის მაღალი საფრთხის შემცველ ქმედებას"-აცხადებს დეპუტატი. ​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930